2020 წლის US Open-დან ხორვატი მარინ ჩილიჩიც გავარდა, რაც ნიშნავს, რომ ამერიკის ღია პირველობას ერთადერთი ჩოგბურთელი შემორჩა, რომელსაც „დიდი მუზარადის“ ტურნირი აქვს მოგებული – სადღეისოდ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ჩილიჩმა US Open 2014 წელს მოიგო, წლეულს კი მესამე ეტაპზე დაასრულა ასპარეზობა, სადაც ავსტრიელ დომენიკ ტიმთან 2:6, 2:6, 6:3, 3:6 დათმო.

მანამდე იგივე დაემართა „დიდი მუზარადის“ სამგზის გამარჯვებულ ენდი მარისაც, ვინაც კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან უშანსოდ წააგო – 2:6, 3:6, 4:6.

ჯოკოვიჩი კი, რომელიც „დიდი მუზარადის“ ტურნირების 17-გზის გამარჯვებულია, დღეს ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტასთან გაარკვევს ურთიერთობას.

Sports Roundup | Britannica