ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე „ლა როხაზე” ილაპარაკა, მაგრამ „ბარსელონასა” და ლეო მესის ბოლოდროინდელ ამბებზეც მოუხდა აზრის გამოთქმა.
„ძალიან რთული საკითხია. არც კი ვიცი, ჩემი მხრიდან ამაზე ლაპარაკი მიზანშეწონილია თუ არა”, — თქვა „ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბმა ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, სამჯერ აღმართა სამეფო თასი და ერთხელ ქვეყნის სუპერთასი, თითოჯერ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონისა და ევროპის სუპერთასის მფლობელის წოდება მოიპოვა და რაც მთავარია, 2015 წელს გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, რაც ჯერჯერობით „ბლაუგრანას” ბოლო წარმატებაა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე.
„მე მწამს, რომ კლუბები პიროვნებებზე მნიშვნელოვანია. „ბარსელონა” მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. ჩვენ ბევრი უმაღლესი ჯილდო გვაქვს მოგებული. რაც შეეხება მესის, მას კლუბთან აშკარად საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა. ლეომ თავისი დიდებული თამაშით „ბარსელონა” გეომეტრიული პროგრესიით გააძლიერა.
მაგრამ, ადრე თუ გვიან, მესი „ბარსელონადან” წავა. კარგი იქნება თუ ეს მეგობრულად მოხდება. რასაკვირველია, მისი წასვლა ყველას გულს დაწყვეტს. ჩვენ ამ საოცარ ფეხბურთელს ვეღარ ვნახავთ, მაგრამ კლუბი მესის გარეშეც გააგრძელებს ტიტულების მოგებას, ისევე როგორც მესი „ბარსადან” წასვლის შემდეგაც კარგა ხანს იქნება საოცარი მოთამაშე” — თქვა ლუის ენრიკემ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები14/10/2026 | 09:44ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი – თვალის გადავლება
მთავარი ამბავი14/10/2026 | 07:39ჟორჟის გოლმა ბედი მოატრიალა
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 08:51მწვრთნელი, რომელსაც არ სურს ფეხბურთელებს დარიგებებს აძლევდეს
მთავარი ამბავი13/10/2026 | 07:03გულთბილი შეხვედრა ქოჩორას
