„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდმა კავაი ლეონარდმა NBA-ს დასავლეთ კონფერენციის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „დენვერ ნაგითსთან“ (120:97) 29 ქულა დააგროვა და „ჩიკაგო ბულსის“ ლეგენდის, მაიკლ ჯორდანის ისტორიული რეკორდი გაიმეორა.
სადღეისოდ, ჯორდანი და ლეონარდი არიან კალათბურთელები, რომლებსაც NBA-ს ფლეი ოფის საწყის 7 მატჩში 29 ქულაზე ნაკლები არ გაუკეთებიათ.
სერიაში „კლიპერსი“ დაწინაურდა (1:0), მომდევნო მატჩს გუნდები 6 სექტემბერს გამართავენ და ლეონარდს შანსი აქვს შედეგიანობა კიდევ უფრო გააუმჯობესოს.