ექვსწლიანი კარიერის შემდეგ ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა „ბარსელონა“ დატოვა. მან უკვე გააფორმა კონტრაქტი „სევილიასთან“. დღეს ფეხბურთელი „ბარსას“ ბაზაზე მივიდა და ყველას პირადად დაემშვიდობა, მერე კი სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა.
„ჩემთვის ძალიან საამაყო იყო ამ გუნდის მაისურის ტარება, მაგრამ ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო ფურცელი უნდა გადავფურცლო. დიდი მადლობა ყველას – ოჯახს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, პერსონალს. მალე შევხვდებით“.
როგორც გითხარით, რაკიტიჩი ექვსი წლის განმავლობაში თითქმის შეუცვლელი ფეხბურთელი იყო, ამ დროის განმავლობაში 310-ჯერ გავიდა მოედანზე და „ბარსელონას“ სახელით 14 ტიტული მოიპოვა.