რონალდ კუმანს „ბარსელონაში“ თანამემამულის, დონი ვან დე ბეეკის გადაბირება რომ ვერ გამოუვიდა, თვალი კიდევ ერთ ნიდერლანდელს დაადგა და ახლა უკვე დიდია შანსი, ლივერპულელმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა კარიერა „ბარსაში“ გააგრძელოს.

ესპანური მედიის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანახმა. ამასთან, „ბარსელონას“ მისი გადაბირება სულ რაღაც 20 მილიონ ევრომდე დაუჯდა.
ვეინალდუმს კუმანი კარგად იცნობს – ნიდერლანდების ნაკრებში ერთად უმუშავიათ.

ნიდერლანდელი „ლივერპულში“ 2016 წლიდან თამაშობდა, მანამდე „ნიუკასლის“, პსვ-სა და „ფეიენოორდის“ ღირსებას იცავდა.