გავრცელებული ცნობით „მანჩესტერ სიტი“ ლეო მესის 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის ჯამური ღირებულება 750 მილიონი ევრო იქნება. ტრანსფერის შემთხვევაში 33 წლის ფეხბურთელი ხელფასის სახით სეზონში 100 მილიონს მიიღებს.
არის კიდევ ერთი დეტალი – პრემიერლიგაში გატარებული 3 სეზონის შემდეგ, არგენტინელი „ნიუ იორკ სიტის“ შეუერთდება, რომელიც ამერიკაში „ქალაქელთა“ ფარმ-კლუბად ითვლება.
ახლა მთავარია „სიტიმ“ Fair Play-ს წესები არ დაარღვიოს. გუნდი ერთხელ უკვე გამართლდა ამ კუთხით, მაგრამ ბევრს ეჭვი გაუჩინა. როგორც ირკვევა, მანჩესტერული კლუბის მფლობელებმა ფინანსური რისკები უკვე შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ სანქციების დაკისრება არ ემუქრებათ.