სპორტსმენის კარიერა ისედაც ხანმოკლეა. 15-20 წელიწადი და უკვე პენსიონერი ხარ. ეს წლები კი სპორტის ოლიმპიურ სახეობებში ოთხწლიან ციკლებად იყოფა.
კი, ბატონო, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მნიშვნელოვანია, მაგრამ სპორტსმენისთვის ეს ყველაფერი მაინც თითქოს მზადებაა იმ უმთავრესისთვის – ოლიმპიური თამაშები ხომ სპორტის ევერესტია და ერთხელ იქ ასული სამუდამოდ რჩება სპორტის ისტორიაში.
Archivo:2020 Summer Olympics text logo.svg - Wikipedia, la enciclopedia  libreტოკიო 2020 ერთი წლით გადაიდო, მაგრამ დარწმუნებით ვერავინ ამბობს, რომ გაისად თამაშები უსათუოდ შედგება. კორონავირუსმა ცხოვრების სხვა რეჟიმი დაგვიწესა და თუ ჩვენთვის – ჩვეულებრივ მოკვდავთათვის ეს უბრალოდ სერიოზული დისკომფორტია, პროფესიონალი სპორტსმენებისთვის ნამდვილი ტრაგედიაა.
რას საქმიანობენ სადღეისოდ ჩვენი ოლიმპიელები? ამ გოგო-ბიჭებმა ოფლის და ხანდახან სისხლის ფასად ლიცენზიები მოიპოვეს, იმ ევერესტზე ასასვლელად ემზადებოდნენ და…
რამდენიმე თვით შეჩერდა საწვრთნელი პროცესი. გადაიდო შეკრებები. ჩაიშალა ტურნირები. როგორ ფორმაში არის ეს ხალხი და რა იგეგმება საიმისოდ, რომ ისინი 2021-ში სათანადო ფორმაში იყვნენ?
ვიღაც წლეულს უკვე იყო ფორმის პიკზე, მაგრამ გამოუვა კი იგივე ერთი წლის შემდეგ? სასაყვედუროდ არა, უფრო სურვილად – ეგებ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და სპორტის ოლიმპიური სახეობების ეროვნულმა ფედერაციებმა მოახერხონ და ერთობლივად ან ცალ-ცალკე გვითხრან მაინც, რა მდგომარეობაშია ქართული სპორტი, რა იგეგმება და რისი უნდა გვეიმედებოდეს?!
Las medallas de Tokio 2020 ya son oficiales y se fabricarán con 78.895  toneladas de basura electrónica y 6,21 millones de móviles reciclados
წილი
წინა სტატიავიდალი: რაღა დროს დნმ-ა
შემდეგი სტატია750 მილიონი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".