მომავალ კვირაში აიაქსელი დონი ვან დე ბეკი მანჩესტერში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „იუნაიტედთან“ კონტრაქტს გააფორმებს.
მოარული ხმები ვან დე ბეკს რონალდ კუმანთან და „ბარსელონასთან“ კი აკავშირებდა, მაგრამ 23 წლის ნახევარმცველმა „მანჩესტერის“ ვარიანტი თანაგუნდელებს პირადად გაუმხილა. ინგლისელებს მისი გამოსყიდვა 50-60 მილიონი ევრო დაუჯდებათ.