ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ჰარი მაგუაირი გუნდიდან მოკვეთა.
მიზეზი საბერძნეთის კურორტ მიკენოსზე მომხდარი ინციდენტი გახლდათ, სადაც შვებულებაში მყოფ მაგუაირს ბრიტანელ ტურისტების ჯგუფთან და პოლიციასთან ჩხუბი მოუვიდა – კონფლიქტის დროს დანით დაიჭრა ჰარის და დეიზი.
მაგუაირი და ჩხუბში მონაწილე ყველა ადამიანი სამართალდამცველებმა პოლიციაში გადაიყვანეს. გავრცელდა ხმები, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა ბერძენი პოლიციელების მოსყიდვა სცადა და განთავისუფლების სანაცვლოდ, გვარიანი თანხა შესთავაზა.
თუმცა, ფეხბურთელმა მათი მოქრთავმა ვერ შეძლო და ელადის სასამართლომ მაგუაირს ბრალად ჩხუბი, პოლიციელებზე თავდასხმა და მათთვის ქრთამის შეთავაზება წარუდგინა. ფეხბურთელი ყველა საქმეზე დამნაშავედ სცნეს და 21-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. ჰარი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
სანამ ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერის“ მცველი საკუთარ თავს იცავს, იქამდე კი ეროვნულ გუნდი 5 და 9 სექტემბერს ისლანდიასთან და დანიასთან ერთა ლიგის მატჩებს მის გარეშე ითამაშებს.