უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, 24 სექტემბერს, ბუდაპეშტში გასამართ „ბაიერნი“ – „სევილიას სეპერთასზე მაყურებელს დაუშვებენ, თუმცა გარკვეული შეზღუდვით – მხოლოდ 30 პროცენტს სტადიონის საერთო ტევადობისა.
შეგახსენებთ, რომ ჯერ-ჯერობით ევროთასების ყველა შეხვედრა უმაყურებლოდ ტარდება.
„ამ გადაწყვეტილებით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ფეხბურთი ძნელბედობის ჟამსაც გრძელდება. თუმცა გულშემატკივრის გარეშე თავისი აზრის გარკვეული ნაწილი დაკარგა. უეფას სუპერთასის მატჩი ერთგვარი საპილოტო პროექტი იქნება, რომელიც სტადიონებზე გულშემატკივრების დაბრუნების დასაწყისი გახდება,“ – უთხრა უეფას პრესსამსახურს ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
