2002 წლიდან მოყოლებული, ესპანურმა კლუბებმა ევროტურნირებზე მოიგეს ყველა, თხითმეტივე ფინალი, სადაც კი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ამ პერიოდში მადრიდის „რეალმა“ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო „ბარსელონამ“ – ოთხჯერ. 2004 წელს „ვალენსიამ“ უეფას თასი (ევროპის ლიგა) მოიგო, სევილიამ იგივე ხუთჯერ გააკეთა, მადრიდის „ატლეტიკომ“ – ორჯერ.
ლა ლიგის წარმომადგენლებმა ევროთასებზე ბოლო ფინალები 2001 წელს წააგეს. მაშინ „ვალენსია“ ჩემპიონთა ლიგაში მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხა, ხოლო „ალავესს“ უეფას თასის ფინალი „ლივერპულმა“ მოუგო.