რა გითხრათ, რით გაგახაროთო?!
ძაან მოძველდა, ისევე, როგორც ქართული ფეხბურთი.
ბიჭებო, ქართულმა ფეხბურთმა ქარიან-წვიმიანი და უცხელისწყლო სტადიონები გამოიარა, მაგრამ არ გვრცხვენოდა.
ჰო, მერე ცოტას ვალამაზებდით, მაგრამ ყურებად ღირდა…
ახლა კი რა ხდება?! აგვიხსენით ვინმემ, სპორტის ამ სახეობას რა ჰქვია?
კლუბმა საკუთარი უნიათობა და დახარჯული მილიონები უნდა გვაყვედროს?!
ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფო პროგრამა და ბიუჯეტის მილიონები?!
თქვით, აბა, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ყველაზე ძვირი ფეხბურთელის ფასი, რომელიც
ერთი კარგი ვარსკვლავის ვახშამი ღირს.
იმიტომ, რომ არაპროფესიონალბმა მოკლეს ეს ფეხბურთი და, რატომღაც ისევ გონორით გვესაუბრებიან.
ლამაზი სტადიონის ტელეკამერების წინ გახსნას არ გთხოვთ.
გთხოვთ, რომ საქართველოს ჩემპიონს ალბანეთის ჩემპიონთან თავი არ მოეჭრას.
შეეშვით ბიჭებს, ტრიბუნებს, ქარის მიმართულებას და ტენიანობას.
აგეთ პასუხი!