კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ერთ გუნდში?! — ეს ნამდვილი სენსაცია იქნება. რასაკვირველია, დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ როგორც ამბობენ, „იუვენტუსმა” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი „ბარსელონას” შესთავაზა. ინფორმაციის წყარო, ავტორიტეტული კატალონიელი ჟურნალისტი გილემ ბალაგე გახლავთ, რომელსაც თანამედროვე ფეხბურთის ორივე გიგანტზე აქვს წიგნი დაწერილი.
გილემ ბალაგემ „იუვეს” წინადადების შესახებ BBC-ს უთხრა.
ის, რომ ტურინელებს კრიშტიანუ ძალიან ძვირი უჯდებათ, ცნობილი ამბავია და მის გაყიდვაზე უარს ნამდვილად არ იტყვიან. ამბობენ, რომ რონალდუს წლიური ხელფასი 30 მილიონი ევროა.
ბალაგე: „იუვენტუსმა” რონალდუ ყველა მდიდარ კლუბს შესთავაზა, მათ რიცხვში „ბარსელონას”. თუმცა, პირადად ჩემი აზრით, იტალიელები პორტუგალიელს თავიდან ასე იოლად ვერ მოიშორებენ. ვინ არის ამხელა ფულის გადამხდელი?