„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ჰელაიფმა ჩემპიონთა ლიგაში „ატალანტასთან“ მოგების შემდეგ ემოციები ვერ მოთოკა და ნეიმარისა და კილიან მბაპეს მომავალზეც ისაუბრა.
„ეს განსაკუთრებული დღეა, არაჩვეულებრივი. ნახევარფინალში გასვლა აუცილებელი იყო, ჩვენი მენტალიტეტი შესაცვლელად. ფეხბურთელები 200%-ით დაიხარჯნენ და ამით ამაყი ვარ. ყველა ამბობდა, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მზად არ არის, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ ჩინებულ განწყობაზე ვართ. თუმცა, ჯერ საბოლოო მიზნამდე შორს ვართ – ახლა ჩვენი ფიქრები არა ფინალზე, არამეს ნახევარფინალზეა.
ნემარი და მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებში შედიან. „ნეი“ სულაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. საერთოდ, მან ბევრი რამ შეცვალა გუნდში. ის და მბაპე გუნდში დარჩებიან – ისინი არასდროს წავლენ პსჟ-დან“, – ასეთი წერტილი დასვა ალ-ჰელაიფმა.