ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ იტალიურ „ატალანტასთან“ საოცრება რომ ჩაიდინა და იტალიელებს თამაში 150 წამში შემოუტრიალა, უკვე იცით.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი, ბრაზილიელი ნეიმარი დაასახელეს, რომელმაც განაცხადა, რომ წაგებაზე არც კი ფიქრობდა, გუნდი ერთ ოჯახად იყო შეკრულიო.
თუმცა, უფრო საინტერესო ნამატჩევს მოხდა – ნეიმარმა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გამარჯვების გოლის ავტორს, კამერუნელ ერიკ ჩუპო-მოტინგს აჩუქა.