გაირკვა ჩემპიონთა ლიგის მატჩის, თბილისის „დინამოსა“ და ალბანური „ტირანას“ ჩატარების თარიღი და დრო. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა 19 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება.
მატჩს თბილისის ,,დინამო არენა” უმასპინძლებს. ქართულ-ალბანურ დაპირისპირება მაყურებლის გარეშე ჩაივლის.
შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში „დინამო“ სერბულ „ცრვენა ზვეზდასა“ და გიბრალტარის გუნდ „ევროპას“ შორის გამარჯვებულს თბილისში შეხვდება.

შეგახსნებთ, 17 წლის წინაც, „დინამომ“ „ტირანას“ ცარიელი ტრიბუნებით უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

წილი
წინა სტატიაორი სამყაროს ზღვარი
შემდეგი სტატიაწრე დინამომ დაამრგვალა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...