სულ ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეთ სტატია, რომელიც პოზიტივის და ნეგატივის ზღვარზე გადიოდა.
საქმე ეხება ახალ საკალათბურთო სასახლეს, რომელიც საბურთალოზე შენდება. აბა, ძვირი როგორ უნდა დაგვცდენოდა, მაგრამ ასჯერ წაკითხულს ერთხელ ნანახი სჯობს – სასაფლაო რამდენიმე  ნაბიჯშია სასაფლაოდან და ეს მეტისმეტად დამთრგუნავ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გადავწყვიტეთ აზრი ეზოთერიკისა და პარაფსიქოლოგიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლებისთვის გვეკითხა.
როგორ განვსაზღვროთ დადებითი და უარყოფითი ველები ანუ გეოპათოგენური ზონები
მანანა დეისაძე

ქალბატონ მანანა დეისაძის თქმით, სასურველი იქნებოდა მათი აზრიც ეკითხათ მასშტაბური მშენებლობების დაწყების წინ. ყველა ლოკაციას აქვს თავისი ბიოველი და კეთილი თუ ბოროტი აურა, მიცვალებულთა სულების შეწუხება კი ნებისმიერ შემთხვევაში არასასურველია.

ქალბატონმა სილვია ხითარიშვილმა ის აღნიშნა, რომ უარყოფითმა ენერგიამ, შესაძლოა არა დღესვე, არამედ ხანგრძლივი დროის მანძილზე იჩინოს თავი. როცა საქმე მიცვალებულებს ეხებათ, თითოეულ ნაბიჯს მეტი გააზრება სჭირდება, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მომავალში.

 

ალტერნატიული მედიცინის ცენტრის და აკადემიის დამფუძნებელმა, ბიოენერგოთერაპევტთა საერთაშორისო კონგრესის წევრმა ნანული ლალიაშვილმა კი უფრო საფუძვლიანად ეს გვითხრა:

თოქ-შოუ პროფილი - სეზ.18 გადაცემა#1 | Facebook
სილვია ხითარიშვილი

– სასაფლაოს აურის შესახებ უამრავი ნეგატიური ინფორმაცია, მითი და ლეგენდა არსებობს.  ჩვენი წინაპრები სასაფლაოებს დაუსახლებელ ადგილებში აშენებდნენ, სასაფლაოებთან ხშირად ახლოს  გზაც კი არ გადიოდა, ამას თავისი ახსნა ჰქონდა. სასაფლაოს აურა მძიმედ მოქმედებს ადამიანებზე, რის გამოც სასაფლაოებთან  ახლოს არ ცხოვრობდნენ და არც დიდ დროს ატარებდნენ იქ.

გარდა უარყოფით აურისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ სასაფლაოდან ვრცელდება გვამური შხამები, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს გარემოზე, ცოცხალ ორგანიზმებზე. სასაფლაოსთან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტის აშენება, გამართლებული არ არის.

სასაფლაოსთან აშენებულ ნაგებობას თვიდანვე დაჰყვება უარყოფითი ენერგეტიკა, ის ვერ იქნება დაკავშირებული წარმატებასთან. დადებით ემოციასთან, გამარჯვებასთან.

მკითხავი-ნათელმხილველი
ნანული ლალიაშვილი

თუ შენობა-ნაგებობა ფუნქციურად არ არის დაკავშირებული სარიტუალო მომსახურებასთან, სასურველია, მისი აშენება მოხდეს სასაფლაოდან 7 ან 13 კილომეტრის დაშორებით.

არის კიდევ ერთი გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორი  –  მიწა არის ცოცხალი ორგანიზმი, მას ძლიერი აურა აქვს და ინახავს ინფორმაციას. სასაფლაოს მიწა შავ ენერგიას ატარებს, მასში გარდაცვლილთა ენერგეტიკული კოდებია ჩადებული. შესაბამისად, სასაფლაოს სიახლოვეს კულტურული, სპორტული, გამაჯანსაღებელი, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა არ არის სასურველი და რეკომენდირებული…

ვერაფერზე დავდებთ თავს. კანონმდებლობა აშკარად არ განსაზღვრავს მსგავს ნორმების, ანუ ჩვენს წინააღმდეგაა… ჩვენ მხოლოდ მორალს და ადამიანების გრძნობებს (მათ შორის რელიგიურს) შევეხეთ.
No description available.
No description available.
No description available.
No description available.