შეიძლება ისეც მოხდეს, შოტლანდიის ახლახანს დაწყებული ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდეს. ამ უკიდურესი ზომით შოტლანდიის ხელისუფლება დაიმუქრა, მიზეზი კი „სელტიკის“ მცველი ბოლი-ბოლინგოლი მბომბოა.
საქმე იმაშია, რომ „კილმარნოკთან“ მეორე ტურში 1:1 დასრულებულიმატჩის შემდეგ დაუკითხავად გაემგზავრა ესპანეთში და იქიდან კორონავირუსით დაბრუნდა. მანამდე კარანტინის წესები უხეშად დაარღვია „აბერდინის“ 8 მოთამაშემ – მატჩის წინა საღამო პაბში გაატარეს, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა.
ხელისუფლებამ, მესამე დარღვევაც და ჩემპიონატს გავაჩერებთო.
აშკარად არ ხუმრობენ.