ანდრეა პირლო სულ რამდენიმე დღის დანიშნულია ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად, მაგრამ აქტიური სატრანსფერო ქმედებები უკვე დაიწყო.
ექსპერტების აზრით, ანდრეა „საკუთარ ტყუპისცალს“ ეძებს, რომელიც მოედნის ცენტრში იმავეს შეძლებს, რასაც პირლო თავად აკეთებდა.
კლუბის მთავარი სამიზნე „ბრეშას“ ნახევარმცველი სანდრო ტონალი ყოფილა. ტურინელთა სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი დღესვე მზადაა, შეხვდეს კოლეგებს „ბრეშადან“. სანდრო ტონალისთვის დავაში ფავორიტად „მილანი“ ითვლება. თუ პირლომ მიზანს ვერ უწია, სათადარიგო ვარიანტებად „რომას“ შემტევი ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო ანაც სასუოლოს „დირიჟორი“ მარიო ლოკატელი ითვლებიან.