საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია რომ არ დაშლილიყო, ახლა რომელი ნაკრები უფრო ძლიერი იქნებოდა?- ამ კითხვაზე პასუხი ცნობილ რუს საკალათბურთო ექსპერტსა და კომენტატორ ვლადიმირ გომელსკიმ სთხოვეს. მისი სიტყვა კი ჩვენთვის საინტერესო გამოდგა. გომელსკიმ სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში ორი ქართველი კალათბურთელი ახსენა – თორნიკე შენგელია და გოთა ბითაძე.
„დღევანდელი საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის ნაკრებების შესაძლებლობები რომ განმეხილა, ამისთვის ორი საათი დამჭირდა. უნდა შემემოწმებინა NBA-ს, ევროლიგისა და ევროთასის ყველა შემადგენლობა. თუ რა გამომივიდა, ამას პოზიციების მიხედვით გეტყვი.
გამთამაშებელები
იუაგოლსავია: დონჩიჩი, მუსა, მიჩიჩი, იოვიჩი (ასევე თეოდოსიჩი);
სსრკ: ხვოსტოვი და ლეკიავიჩუსი.
გამთამაშებლებში აშკარა უპირატესობა იუგოსლავიას აქვს
შემტევი მცველები
იუგოსლავია: ბოგდან ბოგდანოვიჩი, დედოვიჩი, გუდურუჩი;
სსრკ: შვედი, გრიგონისი, მიხაილიუკი.
აქ ოდნავ უკეთესი სსრკ იქნებოდა
მსუბუქი ფორვარდები
იუგოსლავია: ბოიან ბოგდანოვიჩი, ჰეზონია, ლუჩიჩი (ასევე ვეტერანები სიმონი და მიცოვი);
სსრკ: ტიმმა, ყურბანოვი, გედრაიტისი, კარასიოვი.
აქ თანაბარი ძალებია
მძიმე ფორვარდები
იუგოსლავია: შარიჩი, სამანიჩი, სმაილაგიჩი
სსრკ: პორზინგისი, საბონისი, შენგელია (ასევე კურუცი და ბერტანსი).
სსრკ-ს უდიდესი უპირატესობა აქვს
ცენტრები
იუგოსლავია: იოკიჩი, ნურკიჩი, ვუჩევიჩი, ზუბაცი (ასევე მარიანოვიჩი და მილუტინოვი)
სსრკ: ვალანჩუნასი, ლენი, გუდაიტი (ასევე ბითაძე და პასეჩნიკი)
იუგოსლავიის სრული უპირატესობა.
პოზიციებით იუგოსლავიელებს უპირატესობა აქვთ, საქმე მწვრთნელებშიც არის. ბალკანელებს ჰყავთ ობრადოვიჩი, კოკოშკოვი, მიტროვიჩი, ხოლო სსრკ-ს – იასიკავიჩუსი და ბაზარევიჩი. აქაც იუგოსლავები იგებენ…