ინგლისის პრემიერლიგამ საკუთარ ვებ-გვერდზე აწ უკვე დასრულებული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატები გამოაქვეყნა.
ნომინანტები არიან: ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი, ჯორდან ჰენდერსონი, სადიო მანე (ყველა „ლივერპული“), კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“), დენი ინგსი („საუთჰემპტონი“), ნიკ პოუპი („ბარნლი“) და ჯეიმი ვარდი („ლესტერი“).
ამათგან ჰენდერსონმა უკვე მოასწრო პრიზის აღება – ლივერპულელი სეზონის საუკეთესოდ ჟურნალისტებმა აღიარეს.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს: ალექსანდერ-არნოლდი პრემიერლიგის საუკეთესო ასისტენტებშია და 13 საგილე პასი ლიგის სარეკორდო მაჩვენებელია მცველებს შორის. ალეკსანდერ-არნოლდზე მეტი პასი სეზონში ნახევარმცველმა კეინ დე ბრუინმა (20) გააკეთა, რომელმაც ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა.
ვარდიმ (23 გოლი) და ინგსმა (22 გოლი) ბომბარდირთა შორის 1-2 ადგილები დაიკავეს. პოუპი ლიგის საუკეთესო მეკარეა, ხოლო მანე „ლივერპულის“ საკვანძო ფეხბურთელი.