„იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ახალი, კოპწია იახტა შეიძინა – Azimut Grande. ხუთი შესანიშნავი კაიუტით, ექვსი საარაკო სილამაზის, დეკორატიულად გაწყობილი აბაზანით, ორი ლაუნჯ-ზონით, უზარმაზარი მისაღებით და მსუყე სამზარეულოთი.
ძრავი 1900 ცხენის ძალისაა და 93 ტონას იწონის.
ეს საოცრება კრიშტიანუმ შარშან იყიდა 5,5 მილიონ გირვანქად. მანამდე ის იჯარით იღებდა იახტას ჩარტერული კომპანიისგან. ახლა კი საკუთარი ჰყავს.
ამ იახტის ფოტოები კრიშტიანუს მეგობარმა გოგონამ, ჯორჯინა როდრიგესმა გამოაქვეყნა თავისი ინსტაგრამის გვერდზე, სადაც ნახევრადშიშველი კოპწიაობდა.