სარფიან წინადადებას თუ მიიღებს პრემიერლიგის მეხუთეადგილოსანი „ლესტერი“ მცველ ბენ ჩილველს შეელევა.
როგორც ბრიტანული მედია წერს, „მელიების“ ხელმძღვანელობამ ამით „ჩელსის“გაუკეთა მინიშნება. ლონდონური კლუბი ამ ეტაპზე 23 წლის ფეხბურთელის შეძენის მთავარ პრეტენდენტად ითვლება.
„ლესტერი“ კი ჩილველს იმაზე ძვირად აფასებს, ვიდრე ჰარი მაგუაირს, რომელიც „მანჩეტერ იუნაიტედს“ 87 მილიონ ევროდ მიჰყიდა ამგვარად, ჩილველი, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდეს.
ის „ლესტერის“ სკოლის აღზდილია და გუნდის ღირსებას 2015 წლიდან იცავს. თავდაპირველად „ჰადერსფილდში“ იყო განათხოვრებული. უთამაშია ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ამჟამად კი, ეროვნული გუნდის ღირსებას იცავს და ერთა ლიგის პირველი გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელია. 2019-2020 წლების სეზონში „ლესტერის“ მაისურით 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა სამი გოლი და ამდენჯერვე თანაგუნდელებს გაატანინა.