ფრანგული „ეკიპის“ ჟურნალისტების აზრით, სადღეისოდ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ზინედინ ზიდანია.
მადრიდის „რეალის“ თავკაცის შემდეგ სამეულში არიან „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი და „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი პეპ გვარდიოლა.
შეგვეძლო ეს ყველაფერი ფრანგული ნეპოტიზმისთვის მიგვეწერა, მაგრამ შედეგებსაც ვერ გავექცევით. ზიდანმა პრიმერა დივიზიონში „რეალი“ საჩემპიონო ტიტულამდე მიიყვანა. თავის მხრივ, იგივე მოახერხა ინგლისურ პრემიერლიგაში კლოპმა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალი დათმო მადრიდის „ატლეტიკოსთან“. აი, გვარდიოლასა და ზიდანის დაპირისპირება კი გრძელდება – მათი გუნდები ერთმანეთს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მერვედფინალში ხვდებიან. მცირე უპირატესობა გვარდიოლას გუნდისკენაა – „სიტიმ“ პირველი მატჩი ფრედ (1:1) ითამაშა მადრიდში და ახლა „ეტიჰედზე“ დაუხვდება ესპანეთის ჩემპიონს.