ყაზანის „რუბინის“ 19 წლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოკითხვაში მონაწილეობა პრემიერლიგაში მოთამაშე კლუბების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა, საფეხბურთო ექსპერტებმა და მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
„მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. ამ პრიზის მოგება ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. შევეცდები შემდეგ სეზონში თავი უკეთ წარმოვაჩიო – უფრო მეტი გოლის გატანა და საგოლე პასების გაკეთება მმართებს. რუსეთის ჩემპიონატში თამაში რთულია. აქ კარგ დაცვას თამაშობენ, მაგრამ თუ შენ შემტევი ხარ, ამ დაცვის გარღვევაზე უნდა ითამაშო“, – განაცხადა პრიზის მიღებით გახარებულმა კვარაცხელიამ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები12/10/2026 | 00:12საქართველო მსოფლიოში მესამეა
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
