• აბა, რა უნდა ექნა? სხვა გზა არ ჰქონდა… სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ…

ეს და ამის მსგავსი ფრაზები, ალბათ, ყველას მოგვისმენია და როგორც წესი, ისეთი გადაწყვეტილებების გასამართლებლად გამოიყენება ხოლმე, მორალურ ასპექტს რომ შეიცავს.

Clothing - Manchester United Football Shirtაი, მაგალითად, რა უნდა ქნას ფეხბურთელმა, რომელიც გასახდელში შედის და იქ სათამაშო ფორმაზე ამოტვიფრულ მისთვის მიუღებელ სიმბოლოს აღმოაჩენს?

ეს ამბავი 2 წლის წინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გასახდელში მოხდა. „ბორნმუთთან“ სამატჩოდ ფეხბურთელებს მაისურებზე წითელი ყაყაჩოები ამოუქარგეს, რაც ბრიტანელებისთვის ომებში დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნის სიმბოლოა.

„ბორნმუთთან“ იმ მატჩისთვის განაცხადში მყოფმა 17-მა ფეხბურთელმა ფორმა ჩაიცვა, მეთვრამეტემ კი, ნემანია მატიჩმა, გამოაცხადა, რომ ყაყაჩოიან მაისურს არ ჩაიცვამდა.

წითელი ყაყაჩო იმ ჯარისკაცებსაც ეძღვნებათ, 90-იანებში სერბეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში რომ მიიღეს მონაწილება. ნემანია მატიჩი კი სერბია.

„მე სრულად მაქვს გააზრებული, რატომ ატარებენ ადამიანები ამ სიმბოლოს და პატივს ვცემ თითოეული ადამიანის ამ უფლებას. მე თანავუგრძნობ ყველას, ვინც კონფლიქტების გამო ახლობლები დაკარგა. თუმცა პირადად ჩემთვის, ეს სიმბოლო მხოლოდ იმ თავდასხმის შეხსენებაა, რომელიც პირადად მე, 12 წლის შეშინებულმა ბიჭმა გადავიტანე,“ – განმარტა შემდეგ მატიჩმა.

და იცით რა მოხდა, როდესაც მატიჩმა „ბორნმუთთან“ მატჩისთვის ყაყაჩოიანი მაისურის ჩაცმა იუარა? არაფერიც არ მომხდარა, მას სხვა, „სუფთა“ მაისურა მისცეს და იმით ითამაშა.

Man Utd news: Nemanja Matic reveals why he chooses not to wear a ...ცხადია, ნატოს ავიაციის მიერ ბელგრადის დაბომბვის მიზანშეწონილება აქ გასარჩევი ამბავი არ არის. მხოლოდ იმის შეხსენება გვსურს, რომ  მორალური გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანი მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით უნდა მოქმედებდეს.

ყოველგვარი „აბა, რა უნდა ექნა? სხვა გზა არ ჰქონდა… სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ…“ აქ ზედმეტი და უადგილოა.

სპორტისა და პოლიტიკის შესახებ „სარბიელი“ წერილების ციკლს წარმოგიდგენთ

ასევე წაიკითხეთ

არაფერი შენგელიას შესახებ

შურისძიება ყინულზე!