თუ ვინმეს ფიფას პრეზიდენტობა ამოგიჭრიათ გულში, ახლავე გადაიფიქრეთ. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს სათავიდან ციხის კარამდე ერთი ნაბიჯია.
მოკლედ, მაგარი შარია…
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კრიმინალური საქმის ფიგურანტია. ჩინოვნიკის მიმართ გამოძიებას შვეიცარიის პროკურატურა აწარმოებს და ბრალს ორგანიზაციის შიგნით კორუფციულ გარიგებებში სდებს.
ფიფა, ცხადია, აღიარებს შვეიცარიის კანონმდებლობასა და ფედერალური პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებს გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. შესამაბისად ინფანტინო რჩება შვეიცარიაში და მზად არის თანამშრომლობისთვის.
ინფანტინო ფიფას პრეზიდენტი 2016 წელს გახდა. მისი წინამორბელი იოზეფ ბლატერი კი, სწორედ კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებული საქმიანობების გამო ჩამოაშორეს თანამდებობას.