Mariano Diaz tests positive for Covid-19, isolating at home ...ესპანურ „სევილიაში“ კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 26 ივლისს ჩაბარებული გეგმიური ტესტებიდან ერთზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ფეხბურთელის ვინაობა არ გასაჯაროებულა.
გუნდი კარანტინში გადავიდა და მორიგ ტესტირებას ელის, რომელიც 30 ივლისსაა დაგეგმილი. მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგებიან ფეხბურთელები ინდივიდუალურ ვარჯიშებს. არადა, უკვე 6 აგვისტოს „სევილიას“ ევროპის ლიგის 1/8-ფინალური მატჩი აქვთ იტალიურ „რომასთან“, რომელსაც გერმანული დუისბურგი უმასპინძლებს.
პრობლემებია მადრიდის „რეალშიც“. აქ დაინფიცირებულის ვინაობა გასაჯაროვდა – ფორვარდი მარიანო დიასი გუნდს კარგა ხანი ვერ დაეხმარება.
„რეალს“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალი მანჩესტერში, „სიტისთან“ უწევს და ჯამური წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდება. პირველი შეხვედრა მადრიდში ინგლისელებმა 2:1 მოიგეს. ამ მატჩს მანჩესტერის „ეტიჰადი“ 7 აგვისტოს მასპინძლობს.
უეფამ კი ცალკე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ იძლევა პანიკის საფუძველს და ორივე მხარესთან თანამშრომლობით მატჩის უმაღლეს დონეზე გამართვის ეიმედებათ.