ქალთა შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი გაუქმებულია. ეს გადაწყვეტილება WTA-მ საბოლოოდ მიიღო.
შეჯიბრი ჩინეთში უნდა გამართულიყო, მაგრამ… იმედად რჩებოდა, რომ წლის ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირის ჩატარება სხვა ქვეყანაში იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ WTA-ს ხელმძღვანელობას ბევრი არ უფიქრია და საერთოდ გააუქმა.
„სამწუხაროდ, ჩინეთში ყველა ტურნირის გაუქმება, ქალთა შემაჯამებელსაც ეხება. ასევე ანულირებულია ამ ტურნირზე გასასვლელად სპეციალურად შექმნილი რეიტინგიც. ჩვენ პატივს ვცემთ ჩინური მხარის ამ გადაწყვეტილებას და ვიმედოვნებთ ამ ქვეყანაში გაისად დავბრუნდებით“, – წერია WTA-ს ოფიციალურ განცხადებაში.
ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის ბოლომდე ამ ქვეყანაში გასამართი ყველა საერთაშორისო სპორტული აქტივობა გაუქმებულია. შედეგად, მამაკაცთა კალენდრიდან 4 ტურნირის ამოშლა მოუწიათ, ხოლო ქალთა კალენდრიდან – 7-ის.