მარკო როისი

კვლავ დაისვა კითხვა: მართლა დაწყევლილია თუ არა FIFA-ს ვიდეოთამაში? უფრო სწორად მისი გარეკანი?

გაგეცინებათ და კითხვა ლოგიკურია. შესაძლოა ის ლოკალური პრობლემებით დამძიმებულ საქართველოში თავში არავის მოსვლია, მაგრამ ევროპაში ნამდვილად მიაქციეს ყურადღება. აბა, სხვა რა უნდა იფიქრო: როგორც კი კილიან მბაპე Fifa 21-ის ყდაზე გამოსახეს, ფრანგი დაშავდა. და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხსენებული თამაშის გარეკანზე გამოსახულ ვარსკვლავს რაღაც ფარსაგი ემართება.

2017 წელს, თამაშის მაშინდელი ვერსიის ქავერზე „დორტმუნდის” ვარსკვლავი მარკ როისი გამოსახეს და… ისე დაშავდა, რომ 24 თამაშის გამოტოვება მოუხდა.

FIFA 19-ის გარეკანზე კრიშტიანუ რონალდუ გამოსახეს და მართალია ფენომენალური პორტუგალიელი არ დაშავებულა, მაგრამ… აშშ-ში ვიღაც ქალმა უჩივლა გამაუპატიურაო, რის გამოც ატყდა გამოძიება და მთელი ამბავი.

მაშინ რონალდუ ნეიმარით, კევინ დე ბრუინითა და პაოლო დიბალათი ჩაანაცვლეს. აბა, შესაძლო მოძალადეს ხომ არ დატოვებდნენ.

შემდეგ იყო FIFA 20 და ქავერზე ისევ ნეიმარი ისურვეს, მაგრამ სურვილი დამთავრებული არ ჰქონდათ, რომ ნეიმარს საგადასახადო დაესხა თავს.

ეს მგონი გადასახადებს არ იხდისო და ბრაზილიელი ედენ აზარით შეცვალეს.

ტრავმების თვალსაზრისით კარგი დღე არც მანამდე ჯენმრთელ ბელგიელს დაადგა.

ასე რომ, არ არის გამორიცხული ჯადოს მოხსნა იყოს საჭირო.