კორონავირუსი ავტორიტეტებს არ ცნობს და ამჯერად, ყატარული „ალ-სადის“ მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესს მიაკითხა.
„კორონავირუსის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. საბედნიეროდ, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ იზოლაციის წესებს, ცხადია, დავიცავ. შინ ვიქნები, ვიდრე არ გამოვჯანმრთელდები. ძველებურ გრაფიკს მაშინ დავუბრუნდები, როცა ექიმი ნებას დამრთავს. მოედანზე შევხვდებით“, – წერს ჩავი საკუთარ „ინსტაგრამზე“.
ყატარში კორონავირუსის 109.036 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელება 105.750 ინფიცირებულმა შეძლო. გარდაცვლილია 164 ადამიანი.