უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონში პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილთა შორის მეჩვიდმეტე გუნდად შევიდა.
ეს სლოვენიის ჩემპიონატის ბოლო ტურის შემდეგ გაირკვა, სადაც პირველადგილოსანი „ცელიე“ შინ „მარიბორს“ დაუზავდა (2:2) და მოპოვებული ოქროს მედლებით საქართველოს ჩემპიონი ახეირა. არადა, ჩემპიონი რომ გაცილებით მაღალი რეიტინგის მქონე „მარიბორი“ გამხდარიყო, განთესილთა შორის სწორედ ის მოხვდებოდა და ეს დინამოელებს აზარალებდა.
აი, ეს გუნდები არიან ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილები:
„სელტიკი“ (შოტლანდია), „ასტანა“ (ყაზახეთი), „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი), „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი), „ყარაბახი“ (აზერბაიჯანი), „ლეგია“ (პოლონეთი), „მაკაბი“ (ისრაელი), „მიოლდე“ (ნორვეგია), „შერიფი“ (მოლდოვა), „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „დანდალკი“ (ირლანდია), „სლოვანი“ (სლოვაკეთი), „სუდუვა“ (ლიტვა), „ომონია“ (კვიპროსი), რუმინეთის ჩემპიონი („კრაიოვა“ ან „კლუჟი“), „სარაევო“ (ბოსნია-ჰერცეგოვინა), „დინამო“ (საქართველო)
დინამოს სავარაუდო მეტოქეთა სია კი ასე გამოიყურება:
„ფოლა“ (ლუქსემბურგი), „დიურგარდენი“ (შვედეთი), „ბუდუჩნოსტი“ (ჩერნოგორია), „ფლორა“ (ესტონეთი), „დინამო“ (ბელარუსი), „რიგა“ (ლატვია), „ქონაჰი“ (უელსი), „კლაკსვიკი“ (ფარერები), „ევროპა“ (გიბრალტარი), „ცელიე“ (სლოვენია), „არარატ-არმენია“ (სომხეთი), „კუოპიო“ (ფინეთი), „რეიკიავიკი“ (ისლანდია), „ტირანა“ (ალბანეთი), „სილეკსი“ (ჩრ.მაკედონია), „ფლორიანა“ (მალტა) და წინასწარი რაუნდის გამარჯვებული, რომელშიც ჩრ.ირლანდიის „ლინფილდი“, სან მარინოს „ტრე ფიორი“, ასევე კოსოვოსა და ანდორას ჩემპიონები იქნებიან ჩართულნი.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაცი ეტაპის წილისყრა 9 აგვისტოს შედგება, ეს რაუნდი ერთმატჩიანი იქნება და 18-19 აგვისტოს ჩატარდება.
9 აგვისტოსვე შედგება ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაიო ეტაპის წილისყრა, თამაშები კი 27 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი.
ამ ტურნირზე სამივე ქართული გუნდი – „საბურთალო“, ბათუმის „დინამო“ და „ლოკომოტივი“ განუთესავთა შორის იქნებიან.