მარიო გიოტცე „დორტმუნდს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაშორდა. ამ კვალიფიკაციის ფეხბურთელის უფასოდ აყვანის მსურველი, ბუნებრივია, ბევრი იყო და მათ შორის ფავორიტად „მილანი“ ითვლებოდა.
იტალიურმა კლუბმა მოლაპარაკებაც კი წამოიწყო, მაგრამ მალევე უარი თქვა – ფეხბურთელის აგენტმა ხელფასად წლიური 8 მილიონი ევრო მოითხოვა.
საყოველთაო კრიზისის პირობებში თანხა საკმაოდ შთამბეჭდავია, გიოტცე კი უბრალოდ კარგი ფეხბურთელია და არა ვარსკვლავი.
ჯერ გერმანელს სხვა მსურველი არ გამოსჩენია, თუმცა მედიას ჭორების საბაბი იურგენ კლოპის კომენტარმა მისცა:
„კარგად ვიცნობ გიოტცეს შესაძლებლობებს. მას არ უნდა მოსთხოვო მთების გადადგმა და მთელი გუნდის საკუთარი მხრებით თრევა. თუ მიეცემა შანსი, რომ ზედიზედ რამდენიმე მატჩი უბრალოდ სიამოვნებისთვის ითამაშოს, ჩვენ ისევ ვნახავთ ძველ მარიოს“.
ვითომ „ლივერპული“?
არადა, კლოპის ხათრით, გიოტცეც კი შეიმცირებს სახელფასო მადას.