ჯერაც არ ჩამცხრალა ვნებათაღელვა „სიტისთვის“ ფინანსური ფეარ ფლეის დარღვევაში ბრალდების მოხსნის გამო. ბევრ ინგლისურ კლუბში ჩათვალეს, რომ ამით თავად ფეარ ფლეის პრინციპი მოკვდა და დიდი ფული უსამართლო უპირატესობის წინაპირობა ხდება.
აგერ, დასტურიც: როგორც კი „სიტის“ მფლობელმა შეიხებმა გაიგეს, ჩემპიონთა ლიგაში დისკვალიფიკაცია მოგვეხსნაო, გვარდიოლას სურვილის ჩაფიქრების უფლება მისცეს. პეპმაც ჩაიფიქრა – ორი ცენტრალური მცველი, ერთი ლეროი სანეს შემცვლელი და ერთიც შემტევი. შეიხებმა ჯიბეზე ხელი გაიკრეს და გვარდიოლას სურვილის ასასრულებლად დღევანდელი საზომებით ასტრონომიული 330 მილიონი ევრო გამოუყვეს. პეპმა და „სიტის“ სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა სასურველი ფეხბურთელების სიაც გამოაცხვეს:
კალიდუ კულიბალი (ნაპოლი), დიეგო კარლოსი (სევილია), დავიდ ალაბა (ბაიერნი), მილან შკრინიარი (ინტერი), ფერან ტორესი (ატლეტიკო) და კაი ჰავერტცი (ლევერკუზენი).
იდეალურ ვარიანტში პეპს ამათგან ოთხი სჭირდება.