ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთი მიღწევის ავტორი გახდა. „ლაციოსთან“ შეხვედრისას გატანილი მეორე გოლი რონალდუსთვის კარიერაში 734 გამოდგა და ამ მაჩვენებლით პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
გოლების რაოდენობით რონალდუმ უკან მოიტოვა ბრაზილიელი რომარიო. ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების ლიდერი, ცხადია, პელე გახლავთ, ვის ანგარიშზეც 767 შეგდებული ბურთია.
რონალდუ ფეხბურთის თამაშს ისევ აგრძელებს და დიდი შანსია პელესაც გადაასწროს, თუმცა რამდენად შეეძლება ამის გაკეთება ერთ სეზონში, მომავალი გვიჩვენებს.
გეტყვით იმასაც, რომ მოქმედ ფეხბურტელთა შორის მეხუთე ადგილზეა „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი, რომელსაც 716 გოლი აქვს გატანილი.