Ever wondered why La Liga's top goalscorer wins 'the Pichichi'? | Football  | The Guardianარგენტინელი გენია ლეო მესი ესპანეთის ბომბარდირი (პიჩიჩი) მეშვიდედ გახდა და ამ მაჩვენებლით ტელმო სარას გადაასწრო, რომელიც ესპანეთის მთავარმეგოლე 6-ჯერ აქვს ყოფილა.

რაც შეეხება მესის მიღწევას ტოპ 5 ჩემპიონატის მასშტაბით, აქ მისი კონკურენტი გერმანული და, ზოგადად, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა გერდ მიულერია, რომელიც ასევე 7-ჯერ გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო მეგოლე.

წელს ლეომ ლა ლიგაში 25 გოლი გაიტანა, ეს მისთვის განსაკუთრებული შედეგი არ არის, თუმცა, ბომბარდირობისთვის მაინც საკმარისი გამოდგა, მეორე ადგილოსანმა ქარიმ ბენზემამ 21 გოლით დაასრულა ჩემპიონატი.

ასეთი დაბალი მაჩვენებელით, „პიჩიჩი“ ბოლოს რუუდ ვან ნისტერლოიმ დაისაკუთრა, ასევე 25 გოლით (2006-07).

მესი, დი სტეფანოსა და უგო სანჩესის შემდეგ, გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც „პიჩიჩი“ ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა.

ახლა წინ კიდევ ერთი გამოწვევა აქვს: ლეგენდარული ბრაზილიელი, პელე, ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ერთი კლუბის („სანტოსის“) რიგებში 643 გოლი გაიტანა. ბარსელონას არგენტინელი კაპიტანი აღნიშნულ რეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა და ახლა სულ 10 გოლით ჩამორჩება. სავარაუდოდ, მესი ამ რეკორდს ზამთრამდე დაამხობს…

Leo Messi wins his seventh Pichichi, a LaLiga record