hazard hashtag on Instagram • Photos and Videos HayKo.TVედენ აზარის ტრანსფერიდან ლონდონის „ჩელსიმ“ უფრო იხეირა, ვიდრე მადრიდის „რეალმა“… ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა.

ბელგიელი შემტევი, ვინც „რეალის“ მაისურით მხოლოდ 21 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, ესპანეთის ჩემპიონი გახდა. „არისტოკრატებმა“ კი ამისთვის 18 მილიონ ევრომდე მიიღეს. ის რომ, „ჩელსიმ“ წინა ზაფხულს აზარის „რეალში“ ტრანსფერით ბიუჯეტი 100  მილიონით შეივსო, ეს ცნობილი ფაქტია, აგერ ესპანეთის ჩემპიონობისთვის კი ესპანელებმა ალბიონზე ბონუსიც გადარიცხეს.

შარშან ზაფხულს რომან აბრამოვიჩსა და ფლორენტინო პერესის კლუბებს შორის შეთანხმებით  ედენ აზარი თუ ლა ლიგის ჩემპიონი გახდებოდა „ლურჯები“ 18 მილიონს მიიღებდნენ. წინ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაა, რომელიც აგვისტოში უნდა დასრულდეს, თუ ზიდანის ბიჭები იქაც იყოჩაღებენ, მაშინ ლონდონში კიდევ 13 მილიონამდე თანხა ჩაირიცხება.

შეგახსენებთ, მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონები ისტორიაში 34-ედ გახდნენ. 2020 წელს, ეს „რეალის“ მეორე ტიტულია – იანვარში ხომ ზიდანის გუნდმა ახალი ფორმატით ჩატარებული ქვეყნის სუპერთასიც მოიპოვა.