მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგა მოიგო და სხვადასხვა ტიტულებით პრინციპულ მეტოქე „ბარსელონას“ გადაასწრო. ახლა „რეალს“ 92 ჯილდო აქვს, „ბარსას“ – 91.
სადღეისოდ, რეალის აქტივშია: ესპანეთის 34 ჩემპიონობა, ქვეყნის 19 თასი და 11 სუპერთასი, ლიგის ერთი თასი, 13 ჩემპიონთა ლიგა, შვიდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ოთხი უეფას სუპერთასი, ორი უეფას თასი და ერთიც ევა დუარტეს თასი.
„ბარსელონა“ 26-ჯერ გახდა ლა ლიგის გამარჯვებული, ესპანეთის თასი მოიგო 30-ჯერ, სუპერთასი 13-ჯერ, ასევე ორი ლიგის თასი, ხუთი ჩემპიონთა ლიგა, სამი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ხუთი უეფას სუპერთასი, ოთხი უეფას თასების მფლობელთა თასი და სამჯერ ევა დუარტეს თასი.
ევა დუარტეს თასი, შესაძლოა, ბევრს ყურს ჭრიდეს, მაგრამ გეტყვით, რომ ეს იყო ესპანეთში სუპერთასის ანალოგი – 1940-53 წლებში ჩემპიონი და თასის მფლობელი ერთმანეთს ამ ტროფისთვის ეცილებოდნენ.
„ბარსელონას“ შანსი აქვს მადრიდელებს ზაფხულშივე გაუთანაბრდეს, რადგან ჯერ კიდევ აგრძელებს გამოსვლას ჩემპიონთა ლიგაში. თუმცა, იქვეა „რეალიც“…