მოგეხსენებათ, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, ყატარში გაიმართება. ტურნირი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

ფიფამ „ზამთრის“ მონდიალის კალენდარი გამოაქვეყნა.

გახსნა „ალ ბაითზე“ შედგება, სტადიონზე, რომელიც 60.000 გულშემატკივარს იტევს. მატჩი 14:00 საათზე (თბილისის დრო) დაიწყება.

ჯგუფურ ეტაპზე ყოველდღიურად 4 მატჩი გაიმართება: 14:00, 17:00, 19:00 და 23:00 საათზე.

ფლეი ოფები 3 დეკემბრიდან დაიწყება, შეხვედრები კი 19:00-ზე და 23:00-ზე გაიმართება.

ფინალი 18 დეკემბერს, 80-ათასიან „ლუსაილზე“ 19:00 საათზე დაიწყება.

Design of Norman Foster's Lusail FIFA World Cup Stadium in Qatar ...
ფინალის მასპინძელი – ლუსაილი
წილი
წინა სტატიაენფილდი ჩემპიონებს ელის
შემდეგი სტატიაHala Madrid
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.