„ლივერპული“ 2019-20 წლების სეზონში პრემიერლიგის გამარჯვებულისთვის განკუთვნილ თასს, საკუთარ, „ენფილდ როუდზე“ „ჩელსისთან“ 37-ე ტურის მატჩის შემდეგ, 22 ივლისს ჩაიბარებს, – გვამცნობს კლუბის ოფიციალური გვერდი.
ფეხბურთელები, მწვრთნელები და პერსონალი თასს და ოქროს მედლებს, ფანატთა სექტორში (the Kop) საგანგებოდ მოწყობილ პოდიუმზე მიიღებენ.
ამჟამად პოდიუმის დამონტაჟება უკვე მთავრდება. ჟურნალისტ ჯონათან ჰიგინსის ცნობით, უმაყურებლო სტადიონზე დაგეგმილია ფოიერვერკის მოწყობა და სხვა შოუები.