შარშან „ფორმულა 1“- ს საჯინიბოებმა რამდენჯერმე შოკში ჩააგდეს ავტოსპორტის მოყვარულები. პიტ-სტოპებზე საბურავების შეცვლის პროცესი იმდენად დახვეწილი გახდა, 2019 წლის განმავლობაში მხოლოდ „რედ ბულის“ მექანიკოსებმა ხუთჯერ მოახერხეს ოთხი საბურავის ორ წამზე ნაკლებ დროში გამოცვლა. საუკეთესო შედეგი 1.82 წამი (!!!) იყო.
ქომაგები შიშობდნენ, რომ რვათვიანი უქმობა ცუდად აისახებოდა ტექნიკური პერსონალის ოსტატობასა და სინქრონულ მუშაობაზე. ნურას უკაცრავად!
Red Bull F1 Using Innovative Methods to Practice Pitstops ...
სეზონის მეორე გრან-პრის ავსტრიამ უმასპინძლა. ტექნიკურ ჯგუფებს შორის ისევ „რედ ბულმა“ იყოჩაღა – მათ მაქს ფერსტაპენის ბოლიდს ოთხი საბურავი 1.95 წამში შეუცვალეს. მეორე შედეგიც იმავე გუნდის იყო. ალექს ალბონის ბოლიდის მომსახურებას 2.22 წამი დასჭირდა.
ამათ ფონზე ლამის საუკუნე გავიდა, სანამ „მერსედესის“ ტექნიკოსებმა პიტ-სტოპიდან ვალტერი ბოტასი გაისტუმრეს – 2.39 წამი. გურმანები ამ სეზონისგან კიდევ უფრო მეტს ელიან.