Barcelona doctors must find way to help Ousmane Dembele - Luis ...თუ სასწაული არ მოხდა, მომავალი სეზონიდან „ბარსელონას“ საჭეს კლუბის ლეგენდათაგანი ჩავი ჩაიბარებს. ქომაგების, ფეხბურთელების და კლუბის ხელმძღვანელების ერთსულოვნება მის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ამის წინაპირობას ქმნის.
ჩავიმ კლუბის ბოსებს (ჯერჯერობით) ერთი სასწრაფოდ შესასრულებელი პირობა წაუყენა. მისი მთავარი მწვრთნელობის შემთხვევაში უნდა შეიცვალოს გუნდის სამედიცინო შტაბი, ცვლილებები კი დეპარტამენტის უფროსიდან უნდა დაიწყოს.
მისი მოთხოვნა ლოგიკურია. მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს არ გაუცდენია არც ერთი მატჩი ტრავმის გამო – ჟერარ პიკეს, სერხიო ბუსკეტსს, ივან რაკიტიჩს და მარტინ ბრაიტვაითი.
მთლად კომიკური იყო სიტუაცია, როცა ფრენკი დე იონგმა წარუმატებელი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ ისევ ტრავმა მიიღო, „ბარსას“ ექიმებს უნდობლობა გამოუცხადა და ნიდერლანდებში გაფრინდა.
ესპანური გუნდის არამხოლოდ თითოეული მატჩი, თითოეული ვარჯიშიც კი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. შესაბამისად, ყველამ იცის ბარსელონელთა ხშირი ტრავმიანობის ამბავი. ვერავინ იტყვის, რომ ჩავის პირობა უბრალოდ ხუშტურია და არა ასჯერ გაზომილი ნაბიჯი.