ინგლისური პრემიერლიგის კლუბები უკვე შეთანხმდნენ სატრანსფერო ფანჯრის ვადების შეაახებ. ყველაზე ოპტიმალური აღმოჩნდა 27 ივლისიდან 5 სექტემბრამდე პერიოდი.
ამ შეთანხმებას ლიგის წევრი კლუბების წარმომადგენლები უახლოეს ვიდეოკონფერენციაზე ოფიციალურად გააფორმებენ.
იმავე დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება დამატებითი ორკვირიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ინგლისის ყველა დივიზიონის კლუბებს ფეხბურთელების მხოლოდ ერთმანეთისგან ყიდვა ან იჯარით აყვანა შეეძლებათ.