მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა გარეთ ბეილთან კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს. 30 წლის უელსელს გუნდის დატოვება უკვე ამ ზაფხულს შეეძლება.

„რეალში“ ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ ბეილის სათამაშო დრო კიდევ უფრო შეიზღუდა. ამასთან, ფრანგს და უელსელს უკვე რა ხანია ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ.

თუმცა, ბეილი მზად არის, მისი საკონტრაქტო ვალდებულებები ბოლომდე ამოწუროს, რომელიც 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.

სწორედ ეს ფაქტი აღელვებთ მადრიდში – ბეილისთვის სულ ერთია, გავა თუ არა მოედანზე სათამაშოდ, სოლიდურ ხელფასს მაინც იღებს. ჰოდა, „რეალის“ ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ასეთი პოზიციის გამო, ფეხბურთელი გუნდიდან უფასოდ გაუშვას.

ადრე „რეალი“ რამდენჯერმე ფიქრობდა უელსელის გაყიდვას, მაგრამ არანაირი გარიგება არ შედგა. ერთერთ პრობლემად რჩებოდა ფეხბურთელის მაღალი ხელფასი, რომელსაც სხვა კლუბები ტრანსფერისას ვერ გადაიხდიდნენ…