ტოპ-5 ჩემპიონატში ქართველთაგან ბოლოს ლევნ მჭედლიძემ ითამაშა სერია A-ში.
კანკავამდეც საკმაოდ დიდი პაუზა გვქონდა და აჰა, „ლევანტე“ – „ბილბაოს“ მატჩში მოედანზე გიორგი ქოჩორაშვილი გამოჩნდა.
მართალია, ქართველ საყრდენს მოედანზე მცირე დროის გატარება მოუწია, მაგრამ, მათავარია, რომ უკვე ლა ლიგაში გყვავს ჩვენებური. ეს კარგი ფაქტია. იმედია, ქოჩორაშვილს უფრო ხშირად და უფრო მეტი დროით ვიხილავთ მოედანზე.
მატჩი „ლევანტემ“ 1:2 დათმო, ქოჩორაშვილი კი მოედანზე 89-ე წუთზე შევიდა. „ლევანტე“ 43 ქულით მე-12 ადგილზეა და გავარდნის საფრთხე არ ემუქრება. ასე რომ, იმედი ვიტოვებთ, რომ ქოჩორაშვილის ლა ლიგაში გულშემატკივრობა მომავალ სეზონშიც მოგვიწევს…
შეგახსენებთ, აქამდე ლა ლიგაში სულ ორ ჩვენიანს – გიორგი დემეტრაძესა (სოსიედადი) და შოთა არველაძეს (ლევანტე) უთამაშია.