
ქომაგები დღემდე ვერ პატიობენ მას გუნდიდან მაურისიო პოჩეტინოს გაშვებას. ჟოზე მოურინიოს ხელში „დეზები“ მე-9 ადგილზე ტივტივებენ, მისი ტაქტიკური სიახლეების წყალობით კი გუნდის უპირველესი ვარსკვლავი ჰარი კეინი ჩრდილშია მოქცეული.
ფანების მითმინების ფიალა აივსო და მათ თვითმფრინავი იქურავეს, რომელიც 12 ივლისს „ტოტენჰემი“ – „არსენალის“ მატჩისას სტადიონს გადაუფრენს. თვითმფრინავზე უზარმაზარი ბანერი იქნება ჩაბმული – „ლევი, წადი აქედან!“.
სხვათა შორის, „ტოტენჰემის“ ფანები ჟოზე მოურინიუს გაშვებასაც ითხოვენ.