უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების ფლეი ოფის, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი შეწყვეტილი იყო და ჯერ კიდევ გასამართია ოთხი მერვედფინალური მატჩი, მაგრამ უეფამ შესაძლო მეოთხედფინალური წყვილი უკვე დაალაგა:
მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:
„რეალი“ (ესპანეთი) VS „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი) და „ლიონი“ (საფრანგეთი) VS „იუვენტუსი“ (იტალია) წყვილებში გამარჯვებული (1);
„ლაიფციგი“ (გერმანია)–„ატლეტიკო“ (ესპანეთი) (2)
„ნაპოლი“ (იტალია) VS „ბარსელონა“ (ესპანეთი) და „ჩელსი“ (ინგლისი) VS „ბაიერნი“ (გერმანია) წყვლებში გამარჯვებული (3);
„ატალანტა“ (იტალია) – „პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი) (4)
ნახევარფინალში პირველი წყვილის გამარჯვებული მესამე წყვილის გამარჯვებულის შეხვდება; მეორე წყვილის გამარჯვებული მეოთხე წყვილის გამარჯვებულს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერდვედფინალის ოთხი საპასუხო მატჩი 7-8 აგვისტოს გაიმართება:
„მანჩესტერ სიტი“-„რეალი“ (პირველი მატჩი 2:1);
„იუვენტუსი“ – „ლიონი“ (0:1);
„ბარსელონა“ – „ნაპოლი“ (1:1);
„ბაიერნი“ – „ჩელსი“ (3:0);
მეოთხედფინალური ეტაპი უკვე 12 აგვისტოდან დაიწყება. ყველა მატჩი პორტუგალიაში, ლისაბონის ორ სტადიონზე – „ჟოზე ალვალადესა“ და „და ლუჟზე“ გაიმართება.
12-15 აგვისტო: მეოთხედფინალები;
18-19 აგვისტო: ნახევარფინალები;
23 აგვისტო: ფინალი (და ლუჟი).