ფლორენციის „ფიორენტინას“ ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ქურდების მსხვერპლი გახდა.
იტალიური მედიის ცნობით, უცნობი პირები 37 წლის ფეხბურთელის სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც რიბერი „პარმასთან“ თამაშობდა. ზარალის მასშტაბი უცნობია. თავად რიბერიმ კი ამის შესახებ ფლორენციაში დაბრუნების შემდეგ შეიტყო.
რიბერი 12-წლიანი მიუნხენური კარიერის შემდეგ ფლორენციაში შარშან გადავიდა. „ბაიერნისა“ და „ფიორენტინას“ გარდა ფრანკ რიბერის გუნდები იყო: „ბულონი“, „ალესი“, „ბრესტი“, „მეცი“, „გალათასარაი“, „მარსელი“.
მიმდინარე სეზონში რიბერიმ იტალიის ჩემპიონატის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და ორი საგოლე პასი გააკეთა. მიიღო ერთი ყვითელი ბარათი, ერთხელაც კი მსაჯმა გააძევა. „იები“ ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე არიან.