სოსო ფრუიძე: ის თამაში, რაც გუნდმა ...ეროვნული ლიგის დაწყებიდან სულ რაღაც 4 ტურია გასული და თბილისის „ლოკომოტივმა“ უკვე ორი მწვრთნელი გამოიცვალა. კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, „ლოკომოტივი“ ამჯერად სოსო ფრუიძემ დატოვა.

შეგახსენებთ, გამოცდილი სპეციალისტი თბილისელთა მთავარ მწვრთნელად 30 მარტს დაინიშნა, მან ამ პოსტზე ლევან კორღალიძე შეცვალა. კორღალიძის თავკაცობით გაწვრთნილ „ლოკოს“ ორიდან ორი მოგება ჰქონდა, ხოლო ფრუიძის ხელმძღვანელობით გუნდმა ერთი  წააგო, ერთიც ფრედ ითამაშა. წინა ტურში „ლოკომოტივი“ კახა ჩხეტიანის „დინამოსთან“ 0:4 დამარცხდა.

კლუბი მადლობას უხდის ბატონ სოსოს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს.