ნაციონალური ჰოკეის ლიგის (NHL) კომისრის მოადგილე ბილი დეილი აცხადებს, რომ ლიგის ხელმძღვანელობა და პროფკავშირები სეზონის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. საამისოდ ორივე მხარის კოლექტიური შეთანხმების გაგრძელებაა საჭირო.
თუ პროტოკოლი და შეთანხმება დაკმაყოფილებული იქნება, NHL-ის საწვრთნელი ბანაკი 13 ივლისს გაიღება. ამის შემდეგ გუნდები ორ ქლაქში გაემგზავრებიან, სადაც მატჩები ჩატარდება.
ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ სეზონი ივლისის ბოლოს, ან აგვისტოს დასაწყისში განახლდება, ხოლო ჩემპიონი ოქტომბერში გამოვლინდება.
უფრო ადრე ლიგა სხვა ვერსიაზე მუშაობდა, რადგან რეგულარული სეზონის დასრულება არ სურდა და სეზონის განახლებას არსებული შედეგებით, პირდაპირ ფლეი ოფიდან გეგმავდა.